Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ფერმერები ჩაბარებული ყურძნის საფასურს 15 დღეში მიიღებენ
GBC news
24 August 2016, 13:14

თბილისი (GBC) - სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ თელავში რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბი გახსნა.

მინისტრი სირთულეებს არ ელოდება, ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია როგორც მევენახეების, ასევე მეწარმეების ინტერესის გათვალისწინება.

„მიმდინარე წელს კახეთის რეგიონში, შარშანდელის მსგავსად, დაახლოებით 148-150 ათასი ტონა ყურძნის სამრეწველო გადამუშავებას ველოდებით. ხელისუფლებას აქვს სრული მზადყოფნა, რომ წლევანდელი რთველი ორგანიზებულად და შეუფერხებლად წარიმართოს. ჩვენი მიზანია, რომ არცერთ მევენახეს არ დარჩეს ჩაუბარებელი ყურძენი. წელს, ყურძენს 100-მდე ღვინის კომპანია ჩაიბარებს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულ ღვინის კომპანიებში ჩაბარებულ ყურძენზე, ფიზიკური პირები სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ შემდეგი ოდენობით - კახეთის რეგიონში:  1 კგ. რქაწითელისათვის - 0,45 ლარს, 1 კგ. კახური მწვანისათვის - 0,45 ლარს, 1 კგ. საფერავისათვის - 0,20 ლარს.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში: მუჯურეთული/ალექსანდროულისთვის - 2 ლარს.

ამასთან, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სესხების გაცემა -  გადამამუშავებელი საწარმოებისათვის ფერმერებისაგან ყურძნის შეძენის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 10 მლნ ლარით, არაუმეტეს 15 თვის ვადით.

ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებიც ყურძენს შეისყიდიან საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით, გაიცემა შეღავათიანი აგროკრედიტი არაუმეტეს 15 მლნ ლარის ოდენობით. სესხის მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 3 წლის ვადით.

რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი უხელმძღვანელებს. მისი თქმით, წელსაც სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე. ისინი ყურძნის საფასურს ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებენ.

 ყურძენს, რომლის რეალიზაციასაც მევენახე ვერ შეძლებს, ჩაიბარებს სახელმწიფოს მიერ იჯარით აღებული ღვინის ქარხნები. 

“მევენახე თავად გადაწყვეტს რომელ ღვინის ქარხანაში ჩააბაროს ყურძენი და თავად აწარმოებს მოლაპარაკებებს ყურძნის შემსყიდველთან ჩასაბარებელი ყურძნის ფასზე, გადახდის პირობებსა და ვადებზე. სახელმწიფო არ ერევა ორ კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობებში, სახელმწიფო არ ერევა არც ფასების რეგულაციაში - ყურძნის ღირებულებას არეგულირებს ბაზარი,“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, გასული წლის მსგავსად, რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ალაზნის ველი“ განთავსდება და 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.

ჩაბარებული ყურძენი აღირიცხება ერთიან ელექტრონულ ბაზაში და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ რეჟიმში ღვინის ეროვნული სააგენტოს ინტერნეტ-გვერდებზე:  www.georgianwine.gov.gewww.rtveli2016.gov.geშეეძლება.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეეძლებათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი